ტრამპმა ყოფილი სენატორი დევიდ პერდიუ ჩინეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობისთვის შეარჩია

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 5 დეკემბერს განაცხადა, რომ ჯორჯიის შტატიდან ყოფილ სენატორ დევიდ პერდიუს, ჩინეთში ელჩის პოსტზე წარადგენს.
ტრამპმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში თქვა, რომ ყოფილი მთავარი აღმასრულებელი დირექტორი „მოიტანს ფასეულ ცოდნას, რათა ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობის მშენებლობას დაეხმაროს“.
პერდიუმ სენატში თავისი ადგილი ოთხი წლის წინ, დემოკრატ ჯონ ოსოფთან შეჯიბრში დაკარგა და შემდეგ, ჯორჯიის გუბერნატორ ბრაიან კემპის წინააღმდეგ პირველად არჩევნებში დამარცხდა.
ახალი ადმინისტრაციისთვის ეკონომიკური დაძაბულობა აშშ-ჩინეთის ურთიერთობების სურათის დიდი ნაწილი იქნება.
ტრამპი დაიმუქრა, რომ თანამდებობის დაკავებისთანავე, მექსიკის, კანადისა და ჩინეთის წინააღმდეგ ყოვლისმომცველ ახალ ტარიფებს დააწესებს, რაც უკანონო იმიგრაციის და ნარკოტიკების წინააღმდეგ მისი ძალისხმევის ნაწილი იქნება.
კვირის დასაწყისში ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ გაფრთხილება გამოთქვა, რომ სავაჭრო ომის შემთხვევაში ყველა მხარე დაზარალდება.
ნათელი არ არის, ტრამპი ნამდვილად აასრულებს თავის მუქარას, თუ ამას მოსალაპარაკებელ ტაქტიკად იყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან