პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა - Politico

ტრამპმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა - Politico

„უკრაინაში ახალი არჩევნების დროა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Politico-სთან ინტერვიუში.
„ისინი ომს იყენებენ არჩევნების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უკრაინელ ხალხს... მათ უნდა ჰქონდეთ ეს არჩევანი. და შესაძლოა [პრეზიდენტმა ვოლოდიმირ] ზელენსკიმ გაიმარჯვოს. არ ვიცი, ვინ გაიმარჯვებს. მაგრამ დიდი ხანია არჩევნები არ ჩაუტარებიათ. იცით, ისინი დემოკრატიაზე საუბრობენ, მაგრამ საქმე იმ წერტილამდე მიდის, სადაც ეს აღარ არის დემოკრატია“, - თქვა ტრამპმა.
ჟურნალისტმა პრეზიდენტს შეახსენა მისი შვილის სიტყვები, რომელმაც ორი დღით ადრე მიანიშნა, რომ აშშ-მ შესაძლოა შეწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერა. მან იკითხა, სიმართლე იყო თუ არა ეს. „არა, ეს ასე არ არის“, - უპასუხა ამერიკელმა ლიდერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.