ტრამპმა სამ ქალაქში მიგრანტების საწინააღმდეგო ზომების გამკაცრების ბრძანება გასცა

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ზოგიერთ ქალაქში მიგრანტების საწინააღმდეგო ზომების გამკაცრების ბრძანება გასცა.
ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მიგრაციული პოლიტიკის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო.
საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპმა საიმიგრაციო სამმართველოს მოუწოდა, დიდ ქალაქებში არალეგალი მიგრანტების დეპორტაციისკენ მიმართული ოპერაციები გააძლიეროს.
„ჩვენ უნდა გავაფართოოთ ძალისხმევა, რომელიც მიმართულია არალეგალი მიგრანტების დაკავებისა და დეპორტაციისკენ ამერიკის დიდი ქალაქებიდან, როგორიცაა: ლოს-ანჯელესი, ჩიკაგო და ნიუ-იორკი“, – დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში – „თრუს სოუშალში“ (TRUTH Social).
პრეზიდენტის თქმით, არალეგალი მიგრანტების საწინააღმდეგო ზომების გამკაცრება ქალაქებში, რომლებიც, მისივე შეფასებით, „დემოკრატების ძალაუფლების ცენტრის ბირთვს“ წარმოადგენს, „ისტორიაში უდიდესი მასობრივი დეპორტაციის პროგრამის ნაწილია“.
ტრამპი ასევე აღნიშნავს, რომ საიმიგრაციო სამსახურების თანამშრომლებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რომ მისი ბრძანება შესრულდეს.
ცნობისთვის, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა ტრამპის მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა. მისი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ საიმიგრაციო სამსახურების წარმომადგენლებმა მიგრანტების დაკავებები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს.
ბოლო რამდენიმე კვირაა, -ში მიგრანტების საწინააღმდეგო რეიდებს მოქალაქეები აპროტესტებენ. ლოს= ანჯელესში დემონსტრაციების ფონზე არეულობა დაიწყო და სამართალდამცველებთან შეტაკებები მოხდა. ტრამპმა ლოს-ანჯელესში მომხდარს „არალეგალი მიგრანტების მხრიდან ოკუპაცია“ უწოდა და შტატში ეროვნული გვარდია და სამხედრო ქვეითები გაგზავნა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…