ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპმა მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე დაარქვა

ტრამპმა მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე დაარქვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც მექსიკის ყურეს ამერიკული ყურე დაერქმევა, ხოლო კონტინენტის უმაღლეს მთას - მთა მაკკინლი.
„ეროვნულ ინტერესებში შედის ჩვენი ერის არაჩვეულებრივი მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და იმის უზრუნველყოფა, რომ ამერიკელი მოქალაქეების მომავალმა თაობებმა დააფასონ ჩვენი ამერიკელი გმირების მემკვიდრეობა“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ბრძანება შინაგან საქმეთა მდივანს აძლევს 30 დღეს, რათა გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მექსიკის ყურის ამერიკის ყურედ გადარქმევის მიზნით.
ამდენივე დღე მიეცა ოფიციალურ პირს, რათა დენალის მთას დაერქვას მაკკინლის მთას, შეერთებული შტატების 25-ე პრეზიდენტის პატივსაცემად.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.