ტრამპმა მაღალი საბაჟო ტარიფები დააწესა კანადიდან, მექსიკიდან და ჩინეთიდან შემავალ საქონელზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1 თებერვალს განკარგულება გასცა, 25%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესდეს კანადიდან და მექსიკიდან შემოტანილ საქონელს, ხოლო ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტს – 10%-იანი.
ახალი ნორმები ამოქმედება 4 თებერვალს, როგორც თეთრი სახლის მოხელე იუწყება, საგანგებო ვითარების მოსაგვარებლად, რომელიც უკავშირდება ფენტალინსა და ქვეყანაში უკანონოდ უცხოელების შევლას.
ამავე ცნობით, ენერგეტიკული პროდუქტებს კანადიდან 10%-იანი გადასახადი დაედებათ, ხოლო ენერგომატარებლები მექსიკიდან, 25 %-იანი.
ტარიფებისთვის მხარდასაჭერად ტრამპმა ქვეყანაში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა კანონთან შესაბამისად, რომელიც ეხება საგანგებო საერთაშორისო ეკონომიკურ უფლებამოსილებას. ის კრიზისების გადალახვის ფართო შესაძლებლობას იძლევა.
ტრამპმა ტვიტერით დაწერა, რომ მისი ამომრჩეველი მიემხრო ამას, რომ შეწყვეტილიყო უცხოელების უკანონო შესვლა და მომაკვდინებელი ნარკოტიკების შეტანა ქვეყანაში. “ჩვენ უნდა დავიცვათ ამერიკელები და ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობაა უზრუნველვყო ყველას უსაფრთხოება”.

ეს ნაბიჯები იმ მუქარის შესრულებაა, რომელიც ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე