ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპმა კანადურ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფების გაორმაგება და 50%-იანი გადასახადის დაწესება დააანონსა

ტრამპმა კანადურ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფების გაორმაგება და 50%-იანი გადასახადის დაწესება დააანონსა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადურ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფებს გააორმაგებს და 50-პროცენტიან გადასახადს დააწესებს. ეს არის პასუხი კანადის ონტარიოს რეგიონის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც აშშ-ში იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე 25-პროცენტიანი ტარიფი დააწესა.
ტრამპის თქმით, დაავალა კომერციის მდივანს, კანადურ პროდუქტებზე დაამატოს 25-პროცენტიანი ტარიფი, რომელიც ძალაში შევა 12 მარტის დილას.
აშშ-ის პრეზიდენტი ელექტროენერგიასთან დაკავშირებით ეროვნულ საგანგებო სიტუაციას გამოაცხადებს.
„ასევე, კანადამ დაუყოვნებლივ უნდა დაწიოს ანტიამერიკული 250-390-პროცენტიანი ფერმერის ტარიფი აშშ-ის რძის პროდუქტებზე, რაც დიდი ხანია, მიიჩნევა აღმაშფოთებლად“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.