ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპმა ინაუგურაციისთვის რეკორდული, 170 მილიონი დოლარი შეაგროვა - The Guardian

ტრამპმა ინაუგურაციისთვის რეკორდული, 170 მილიონი დოლარი შეაგროვა - The Guardian

ტექნიკურმა გიგანტებმა Google-მა და Microsoft-მა 1 მილიონი დოლარი შესწირეს აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ფონდს, მას შემდეგ რაც თანხები გაიღეს სხვა მსხვილმა კომპანიებმა, როგორიცაა Amazon, Meta, OpenAI და Uber. ამის შესახებ The Guardian წერს.
საერთო ჯამში, ტრამპის ინაუგურაციის ფონდმა უკვე მოაგროვა რეკორდული $170 მილიონი.
„Google მოხარულია, მხარი დაუჭიროს 2025 წლის ინაუგურაციას YouTube-ზე პირდაპირი სტრიმინგისა და პირდაპირი ბმულის მეშვეობით ჩვენს მთავარ გვერდზე. ჩვენ ასევე თანხებს ვწირავთ ინაუგურაციის ფონდს“, - თქვა კარან ბჰატიამ, Google-ის სამთავრობო საქმეთა ხელმძღვანელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.