ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა - Hurriyet

ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა - Hurriyet

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის ლიდერ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებაში შუამავლობის გაწევა სთხოვა. თავის მხრივ, ერდოღანმა აშშ-ს ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაში დახმარება სთხოვა. თურქულმა გაზეთმა Hurriyet-მა აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის გამართული მოლაპარაკებების დეტალები შეიტყო.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი და დონალდ ტრამპი უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ერთობლივ ძალისხმევაზე შეთანხმდნენ. ერდოღანმა მოლაპარაკებებს პროდუქტიული უწოდა.
როგორც Hurriyet წერს, დონალდ ტრამპმა აღნიშნა ერდოღანის უნარი, აწარმოოს დიალოგი როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ასევე უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან, იუწყება „რია ნოვოსტი“.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.