,,ტრამპმა დამირეკა… მკითხა, რას ფიქრობ, მიშა, პრეზიდენტად ხელახლა კენჭი რომ ვიყაროო“ – რას იხსენებს სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,2013 წელს, უკვე პრეზიდენტობის შემდეგ, ნიუ იორკში ვიყავი, როცა მაიკლ კოენმა დამირეკა და მითხრა, შენთან დონალდს სურს დალაპარაკებაო და გადასცა მას ყურმილი.
მკითხა, სად ხარო. ვუთხარი, რომ ნიუ იორკში ვიყავი, თუ გინდა მესტუმრე-მეთქი. დამპირდა, რომ გამომივლიდა უილიამსბურგში, თანაც მითხრა, რას ფიქრობ, მიშა, პრეზიდენტად ხელახლა კენჭი რომ ვიყაროო. ვუპასუხე: ხომ იცი ამის შესახებ ჩემი აზრი, ადრეც ბევრჯერ გვისაუბრია, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ძალიან მაგარი შანსები გაქვს-თქო.
ცოტა იხტიბარგატეხილმა მიპასუხა: – რა ვიცი, ჩემ გარშემო არავის არ სჯერა, რომ მაქვს შანსები. გავამხნევე, არ დაუჯერო-მეთქი. და მერე მაიკლს გადაულაპარაკა, ხომ ხედავ, ხომ გეუბნებოდი, მიშაც ამბობს, რომ მაქვს შანსებიო.
ნაწყვეტი ჩემი წიგნიდან – “ძალის გამოღვიძება”

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)