ტრამპმა აშშ-ში TikTok-ის აკრძალვა კიდევ 75 დღით გადაავადა

“აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა TikTok-ის აკრძალვის აღსრულება კიდევ 75 დღით გაახანგრძლივა,” – ამის შესახებ ტრამპი თავის სოციალურ ქსელზე, Truth Social-ზე წერს.
“ჩემი ადმინისტრაცია ბევრს მუშაობს შეთანხმებაზე, რათა TikTok გადავარჩინოთ და დიდი პროგრესი გვაქვს. შეთანხმებას მეტი მუშაობა სჭირდება, რათა უზრუნველვყოთ, რომ ყველა საჭირო დასტური ხელმოწერილია. სწორედ ამიტომ ვაწერ ხელს აღმასრულებელ განკარგულებას, რომ დამატებითი 75 დღის განმავლობაში TikTok ჩართული იყოს და მუშაობდეს.
ვიმედოვნებთ, რომ კეთილსინდისიერად მუშაობას გავაგრძელებთ ჩინეთთან, რომელიც, როგორც ვხვდები, ჩვენი საპასუხო ტარიფებით ძალიან კმაყოფილი არ არის. ეს ამტკიცებს, რომ ტარიფები ყველაზე ძლიერი ეკონომიკური იარაღია და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის! არ გვსურს, რომ TikTok “ჩაბნელდეს. ველით TikTok-თან და ჩინეთთან მუშაობას, რათა შეთანხმება გავაფორმოთ,” – წერს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!