ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპმა აშშ-ში კანადურ იმპორტზე ტარიფი 10%-ით გაზარდა

ტრამპმა აშშ-ში კანადურ იმპორტზე ტარიფი 10%-ით გაზარდა

აშშ ზრდის ტარიფებს კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა truth social-ზე დაწერა.
ტრამპმა აღნიშნულ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კანადაში ტარიფების საწინააღმდეგო რეკლამა გავრცელდა, რომელშიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი იყო გამოყენებული. რეიგანი ტარიფებზე უარყოფითად საუბრობდა.
ტრამპმა რეკლამას თაღლითობა უწოდა და გააკრიტიკა კანადელი ოფიციალური პირები.
„მათი ფაქტების სერიოზული დამახინჯების და მტრული აქტის გამო, ვზრდი ტარიფს კანადაზე 10%-ით, იმაზე მეტით, რასაც ისინი ახლა იხდიან,“ – დაწერა მან.
მანამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკებას წყვეტდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.