ტრამპმა -ის პორტებში რუსული გემების მიღების აკრძალვა ერთი წლით გაახანგრძლივა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა ამერიკულ პორტებში, იმ გემების მიღება რომლებიც რუსეთის დროშით დაცურავენ ან სხვაგვარად არიან დაკავშირებული რუსეთის ფედერაციასთან. ამის შესახებ ნათქვამია -ს ფედერალურ რეესტრში არსებულ დოკუმენტში.
აღნიშნულია, რომ აკრძალვა ეხება რუსეთთან დაკავშირებული ყველა გემის პარკირებას და აშშ-ის პორტებში გადაადგილებას.
“ერთი წლით ვაგრძელებ ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას რუსეთის ფედერაციის მიმართ და საგანგებო უფლებამოსილებებს, რათა დაარეგულიროს რუსეთთან დაკავშირებული გემების შესვლა და გადაადგილება შეერთებული შტატების პორტებში”, – ნათქვამია აშშ-ს პრეზიდენტის ბრძანებაში.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საგანგებო მდგომარეობა მიღებულ იქნა 2022 წლის 21 აპრილს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში. ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის მთავრობის პოლიტიკა და ქმედებები კვლავ საფრთხეს უქმნის აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა