ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპი 25 პროცენტის ოდენობის გადასახადებს აწესებს იმპორტზე იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან

ტრამპი 25 პროცენტის ოდენობის გადასახადებს აწესებს იმპორტზე იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, 1 აგვისტოდან ამოქმედდება 25 პროცენტის ოდენობის გადასახადები იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან შეტანილ საქონელზე.
ამის მიზეზად ტრამპმა დაასახელა ხანგრძლივი სავაჭრო დისბალანსი აზიის ამ ორ მნიშვნელოვან მოკავშირე სახელმწიფოსთან.
აშშ-ის პრეზიდენტი უკვე გარკვეული პერიოდია გამოდის განცხადებებით, რომ სავაჭრო მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს და სახელმწიფოებს თავ-თავიანთი გადასახადების თაობაზე წერილები უნდა გაეგზავნოთ.
პარასკევს ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა - "რამდენიმე წერილს ხელი მოვაწერე და ისინი ორშაბათს გაიგზავნება".
გავრცელებულ წერილებში ტრამპი სამხრეთ კორეის და იაპონიის ლიდერებს მიმართავს - "გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ აშშ-ის არაორდინარულ ეკონომიკაში - დიდი უპირატესობით მსოფლიოს ნომერ პირველ ბაზარში".
"გმადლობთ ამ საკითხისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის!" - ასე ამთავრებს ტრამპი წერილებს, რომლებიც მისი სოციალური მედიით, Truth Social-ით გავრცელდა.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.