ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპი 20-ზე მეტი პატარა ქვეყნისთვის 10 %-ზე ოდნავ მეტი ოდენობის ახალი ტარიფების შემოღებას აპირებს - დეტალები

ტრამპი 20-ზე მეტი პატარა ქვეყნისთვის 10 %-ზე ოდნავ მეტი ოდენობის ახალი ტარიფების შემოღებას აპირებს - დეტალები

15 ივლისს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მალე პატარა ქვეყნებში გაიგზავნება წერილები ახალი ტარიფების შესახებ, რომლებიც მათ დაეკისრებათ. ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია აპირებს რიგი მცირე ზომის ქვეყნებისთვის ერთიანი ტარიფის დაწესებას, რომელიც 10%-ს, შესაძლოა, ოდნავ აღემატებოდეს.
პიტსბურგში გამართული ღონისძიებიდან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს, აშშ-ს პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა უკვე გამოცხადებული „მარტივი შეთანხმებებით“, რომელიც 20-ზე მეტი ქვეყნისთვის ერთნაირი ტარიფების შემოღებას ითვალისწინებს. ამასთან, მან პირობა დადო, რომ მალე მსგავსი შეთანხმება დანარჩენი პატარა ქვეყნებისთვისაც ამოქმედდება.
„ჩვენ მალე გავაგზავნით წერილს ბევრ ქვეყაში, განსაკუთრებით მცირე ზომის ქვეყნებში. ჩვენ, ალბათ, ყველასთვის დავადგენთ ერთნაირ ტარიფს... 10 პროცენტზე ცოტა მეტს“, - აღნიშნა მან.
ეს ნაბიჯი ტრამპის უფრო ფართომასშტაბიანი პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ს სავაჭრო ურთიერთობების გადახედვას, ადგილობრივი წარმოების დაცვისა და სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების მიზნით.
წყარო: 1არხი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.