ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპი: შანსი არაა, BRICS-მა დოლარი სხვა ვალუტით ჩაანაცვლოს

ტრამპი: შანსი არაა, BRICS-მა დოლარი სხვა ვალუტით ჩაანაცვლოს

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „შანსი არ არის, BRICS-მა საერთაშორისო ვაჭრობაში აშშ დოლარი“ სხვა ვალუტით ჩაანაცვლოს“.
ტრამპი, - რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარს შედგება, - პლატფორმა X-ზე წერს, რომ „იდეა, რომ BRICS-ის ქვეყნები ცდილობენ დოლარს დაშორდნენ და ჩვენ ამას გვერდიდან [უდარდელად] ვუყურებთ, დასრულდა“.
„ბრიკსის“ ქვეყნები წლებიან, განიხილავენ ახალი საერთო ვალუტის შემოღებას, რათა კონკურენცია გაუწიონ ამერიკულ დოლარს საერთაშორისო ვაჭრობაში, - რათა მოხდეს საერთაშორისო ვაჭრობის „დედოლარიზაცია“, რაც, მათი ხედვით, აშშ-ის პოლიტიკური გავლენის შემცირების გზას წარმოადგენს. ალიანსი ასევე მუშაობს SWIFT-ის - ბანკთაშორისი კომუნიკაციის საერთაშორისო სისტემის - ალტერნატიულ სისტემაზე.
დონალდ ტრამპმა პირველ დეკემბერს X-ზე დაწერა, რომ თუკი BRICS-ის ქვეყნები ახალ ვალუტას შექმნიან, მათთვის ამერიკულ ბაზარს ჩაკეტავს:
„ჩვენ მოვითხოვთ ამ ქვეყნებისგან, რომ მათ არც BRICS-ის ახალი ვალუტა არ შექმნან და არც სხვა რომელიმე ვალუტას დაუჭირონ მხარი უძლეველი აშშ დოლარის ნაცვლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაემუქრებათ 100%-იანი ტარიფები და დამშვიდობება მოუწევთ აშშ-ის ბრწყინვალე ეკონომიკაზე წვდომასთან. ადგნენ და ვინმე სხვა „სულელი“ იპოვონ“!
ტრამპის განცხადებით, „არ არსებობს შანსი, რომ BRICS-მა ჩაანაცვლოს აშშ დოლარი საერთაშორისო ვაჭრობაში და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამას ეცდება, უნდა დაემშვიდობოს ამერიკას“.
„ბრიკსი“ წევრი სახელმწიფოების ინგლისური დასახელებისგან შემდგარი აბრევიატურაა.
წლების განმავლობაში კლუბი აერთიანებდა სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის ხუთ ქვეყანას:
ბრაზილია, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
ალიანსი 2024 წლის იანვრიდან გაფართოვდა და დაემატა ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.