არქივი18 აგვისტო, 2025, 22:37
ტრამპი: უკრაინას მივცემთ ძალიან კარგ უსაფრთხოებას

ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "უკრაინას ძალიან კარგ დაცვას, ძალიან კარგ უსაფრთხოებას მისცემენ".
ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რომელიც უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებისა და NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიის მიცემას ეხებოდა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ევროპელ ლიდერებს სურთ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამაში მათ ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.