ტრამპი: სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის რუსეთთან უფრო იოლია ურთიერთობა, ვიდრე უკრაინასთან

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 7 მარტს განცხადება გააკეთა საგარეოპოლიტიკურ თემებზე.
მისი თქმით, ის თვლის, რომ პროდასავლურ ქვეყანასთან ომის დასრულების მიზნით უფრო “იოლია”რუსეთთან, ვიდრე უკრაინასთან ურთიერთობა და რომ ის ენდობა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმრ პუტინს. “მე მჯერა მისი” – თქვა მან რუსეთის პრეზიდენტის შესახებ – იტყობინება AFP-ის.
“სიმართლე გითხრათ, უფრო რთულია რუსეთთან ურთიერთობა, ვიდრე უკრაინასთან და მათ არ აქვთ [ხელში] კარტები”- განაცხადა ტრამპმა.
რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებით მუქარის მიუხედავად, ტრამპმა თქვა, რომ ესმის, რატომ წამოიწყეს რუსეთის ძალებმა მოულოდნელად მასიური დაბომბვა უკრაინაში 7 მარტს.
“მართლაც ვფიქრობ, რომ ის აკეთებს იმას, რასაც ყველა გააკეთებდა მის ადგილას” – განაცხადა -ის პრეზიდენტმა.
„პუტინთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. და იცით, მას ომის დასრულება სურს“, – თქვა მან.
„ვფიქრობ, ის უფრო გულუხვი იქნება, ვიდრე უნდა იყოს და ეს ძალიან კარგია. ეს ბევრ კარგს ნიშნავს.”
ტრამპის თქმით, ზელენსკი, რომელიც მოითხოვს დასავლეთის უსაფრთხოების გარანტიებს, სანამ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდებოდეს, რისკავს, რომ აშშ აღარ ჩაერევა ამ საქმეში.
„არ ვიცი, რისი მოგვარება სურთ. თუ მათ არ უნდათ მოგვარება, ჩვენ გავალთ, რადგან ჩვენ გვსურს, რომ მოაგვარონ. “მე ამას იმისთვის ვაკეთებ, რომ შეწყდეს სიკვდილი” – თქვა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – სააკაშვილი არის კაცი, რომლის უგუნურმა პოლიტიკამ ქვეყანა ჩააბარა ივანიშვილს, 10 წელია თავის პარტიას ანგრევს, პერიოდულად გამონათებები აქვს და დავესესხები: „სხვისი შეურაცხყოფით პოლიტიკურ ქულებს ვერავინ დაიწერს“

პრემიერი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია, არავის აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები, როგორც ევროპარლამენტმა გაიუფასურა საკუთარი თავი, ასევე გაიუფასურა ასამბლეამაც