ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპი: რუსეთისთვის ახალ სანქციებსა და ტარიფებს განვიხილავ

ტრამპი: რუსეთისთვის ახალ სანქციებსა და ტარიფებს განვიხილავ

გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინის დაბომბვას, დონალდ ტრამპი რუსეთისთვის ახალი, მასშტაბური სანქციების დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი წერს სოციალურ მედია “truth”-ში.
“სერიოზულად განვიხილავ ფართომასშტაბიან საბანკო სანქციების, სანქციებისა და ტარიფების დაწესებას რუსეთისთვის, სანამ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო შეთანხმება საბოლოოდ არ მიიღწევა. მივმართავ რუსეთს და უკრაინას, ახლავე მიუჯექით მოლაპარაკების მაგიდას, სანამ ძალიან გვიან არ არის. მადლობა”, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
მიმდინარე დღეებში ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას შეუჩერა სამხედრო დახმარება და სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა. თეთრი სახლი უკრაინისაგან მოითხოვს ვაშინგტონთან მინერალებზე შეთანხმებასა და რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას. კიევი თანახმაა, თუმცა აინტერესებს, როგორი იქნება მისი უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისგან სამომავლო თავდასხმის შემთხვევაში.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.