ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპი პუტინს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს გადასცემს – გამოცემა “ტელეგრაფი”

ტრამპი პუტინს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს გადასცემს – გამოცემა “ტელეგრაფი”

„ტრამპი პუტინს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს გადასცემს“, – სტატიას ამ სათაურით The Telegraph-ი აქვეყნებს. მასში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მზად არის აღიაროს რუსეთის კონტროლი ყირიმსა და უკრაინის სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სიძე ჯარედ კუშნერი გააგზავნა მოსკოვში, რათა მათ ეს წინადადება პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გააჟღერონ.
„როგორც ჩანს, ტერიტორიების აღიარების გეგმა, რომელიც აშშ-ის დიპლომატიურ კონვენციას არღვევს, შესრულდება, უკრაინის ევროპელი მოკავშირეების შეშფოთების მიუხედავად“, – წერს გამოცემა.
The Telegraph-ის წყარო აღნიშნავს, რომ ამერიკელებს არ აღელვებთ ევროპელების პოზიცია. „ისინი ამბობენ, რომ ევროპელებს შეუძლიათ რაც უნდათ, ის გააკეთონ“, – აცხადებს წყარო.
პარასკევს კრემლში განაცხადეს, რომ თავდაპირველი სამშვიდობო გეგმის განახლებული ვარიანტი მიიღეს, რომელიც ჟენევაში უკრაინელებსა და ამერიკელებს შორის მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.