ტრამპი პუტინს ალასკის სამხედრო აეროდრომზე დახვდა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით შეხვდნენ ალასკაში, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შესახებ მათი შეხვედრის დაწყების წინ. ტრამპი პუტინს დახვდა ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო აეროდრომზე.
შეხვედრის ტრანსლაციას აწარმოებდა თეთრი სახლის იუთუბის არხი. პრეზიდენტებმა ფოტოები გადაიღეს პლაკატის “ალიასკა-2025” ფონზე და აშშ-ის პრეზიდენტის ავტომობილით მოლაპარაკებებზე გაემგზავრნენ.
თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის თქმით, ფორმატით ერთი-ერთზე დაგეგმილი სამიტი რეალურად გაიმართება ფორმით სამი-სამზე – შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი. პუტინს შეუერთდებიან საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იური უშაკოვი. ანალიტიკოსების აზრით, ეს ცვლილება მიანიშნებს, რომ ალასკის სამიტის მიმართ თეთრი სახლი უფრო მეტ სიფრთხილეს ავლენს, ვიდრე 2018 წელს, ჰელსინკიში – სადაც ტრამპი და პუტინი პირისპირ შეხვდნენ, მხოლოდ თარჯიმნებთან ერთად, ორი საათის განმავლობაში.
სამიტის დასრულების შემდეგ პუტინის და ტრამპის ერთობლივი პრესკონფერენცია უნდა გაიმართოს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – გვარამიამ მითხრა: “მიშას გავწევ და 2028 წელს ბიძინა ხელისუფლებას გადმომაბარებსო“, ვიფიქრე, გააფრინა – თურმე მისი წონის არ ვყოფილვართ, სააკაშვილი რომ გამეძარცვა, მეტი წონა მექნებოდა – შემიძლია ისე დავმარხო პოლიტიკურად, ვეღარასდროს წამოყოს თავი