ტრამპი ორმხრივი სავაჭრო ტარიფების დაწესებას კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის გეგმავს

ტრამპი ორმხრივი სავაჭრო ტარიფების დაწესებას კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორმხრივი ტარიფების დაწესებას კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს მიმართ გეგმავს, თუმცა ქვეყნების სია ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ტრამპმა რესპუბლიკელ კანონმდებლებს უკვე აცნობა.
როგორც „როიტერი“ წერს, ეს ნაბიჯი შეასრულებს ტრამპის საარჩევნო დაპირებას, დაადოს საბაჟო გადასახადი აშშ-ში შემოტანილ საქონელს. ეს იქნება იმ ტარიფების ტოლფასი, რომლებსაც სავაჭრო პარტნიორები აწესებენ ამერიკიდან ექსპორტირებულ საქონელზე.
ცნობისთვის, თავდაპირველად დონალდ ტრამპმა ტარიფები დაუწესა ჩინეთს, მექსიკასა და კანადას. თუმცა კანადისა და მექსიკის ლიდერებთან საუბრის შემდეგ ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას და ტარიფების დაწესება გადაიდო. ჩინეთის შემთხვევაში ტრამპის გადაწყვეტილება არ შეცვლილა. ამასთან, ჩინეთში აშშ-ისთვის საპასუხო ტარიფების დაწესება დააანონსეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.