ტრამპი: მჯერა, რომ მე მექნება კუბის აღების პატივი

, 2025 წლის 14 აგვისტო.Andrew Harnik/Getty Imagesაშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რეპორტიორებთან კუბის აღების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
“კუბა თავის მხრივ, ტურიზმისა და სხვა მხრივ, ლამაზი კუნძულია. შესანიშნავი ამინდი აქვთ. არ არიან ქარიშხლის ზონაში, რაც მშვენიერია. ყოველ კვირა ქარიშხლისთვის ფულს არ მოგვთხოვენ.
თუმცა, ვფიქრობ, კუბა დასასრულის წინაშეა. მთელი ჩემი ცხოვრება მესმოდა -სა და კუბაზე: როდის გააკეთებს ამას? მჯერა, რომ მე მექნება კუბის აღების პატივი. ეს დიდი პატივია… კუბის აღება, დიახ. რაღაც ფორმით. კუბის აღება – გავათავისუფლებ მას, თუ ავიღებ. მგონია რასაც მინდა იმას გავუკეთებ. გინდათ სიმართლე გითხრათ? ახლა ძალიან დასუსტებული სახელმწიფოა. დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ. [ჰყავთ] ძალიან სასტიკი ლიდერები.” – თქვა ტრამპმა.
ტრამპის კომენტარის პარალელურად კუბის კომუნისტური რეჟიმი ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისის წინაშეა.
აქამდე, გასულ კვირაში აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ შესაძლებელი იყო “კუბის მეგობრული დაუფლება”.
აშშ-მ კუბაზე ზეწოლა ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციის შემდეგ გაზარდა. სწორედ ამ ყველაფერს მოჰყვა კუნძულზე კრიზისის გამწვავება. კუბა დამოკიდებული იყო ვენესუელურ ნავთობზე. კუბელი ამერიკელი აქტივისტები, ცვლილების იმედით, ტრამპს ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია