ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპი მომავალ კვირას პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს – The New York Times

ტრამპი მომავალ კვირას პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს – The New York Times

ტრამპი მომდევნო კვირას პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრის გამართვას გეგმავს , – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
წყაროების ცნობით, ტრამპი პუტინთან პირადი შეხვედრის გამართვას უკვე მომდევნო კვირას აპირებს და შეხვედრიდან მალევე გეგმავს უკვე სამმხრივი შეხვედრის გამართვას ზელენსკისთან და პუტინთან.
შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ ევროპელი ლიდერები.
გამოცემისთვის უცნობია, დათანხმდნენ თუ არა პუტინი და ზელენსკი ტრამპის გეგმას.
გამოცემის ინფორმაციით, თავისი გეგმები აშშ-ის პრეზიდენტმა 6 აგვისტოს ევროპელ ლიდერებთან და ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს გააჟღერა. ევროპელი ლიდერები ამ შეხვედრებს არ დაესწრებიან.
ასევე აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.