ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპი მიიჩნევს, რომ პუტინმა შესაძლოა, დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, ტერიტორიების გაცვლის საკითხის განხილვის სანაცვლოდ - Bloomberg

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, ტერიტორიების გაცვლის საკითხის განხილვის სანაცვლოდ, – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შანსები არსებობს და ამის შესახებ მან ევროპელ ლიდერებს სატელეფონო საუბრისას უთხრა. ევროპელ ლიდერებთან საუბარი მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ შედგა.
აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ამერიკელებისგან საკმაოდ მისაღები წინადადება მოისმინეს. კრემლში ადასტურებენ, რომ დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.