ტრამპი თეთრ სახლში ფაშინიანსა და ალიევს უმასპინძლებს – ალექს რაუფოღლუ

„წყაროების ცნობით, პარასკევს ტრამპი თეთრ სახლში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს უმასპინძლებს“, – წერს ალექს რაუფოღლუ, ვაშინგტონში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი “Facebook”-გვერდზე.
ჟურნალისტი აცხადებს, რომ ინფორმაცია რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით მიიღო.
ამ დროისთვის მსგავსი შეხვედრის დაგეგმვასთან დაკავშირებით არც აზერბაიჯანის და არც სომხეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს განცხადება არ გაუკეთებიათ.
დაახლოებით სამი კვირის წინ -ის ელჩმა თურქეთში, ტომ ბარაკმა, განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შესთავაზა, ზანგეზურის დერეფანი 100 წლით იჯარით გადააბარონ.
“შეერთებული შტატები მზად არის აიღოს ზანგეზურის დერეფნის მართვაზე პასუხისმგებლობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, თუ ეს ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ჩიხში შესული მოლაპარაკებების წინ წაწევას” ,— განაცხადა ჟურნალისტებთან -ის ელჩმა თურქეთში, ტომ ბარაკმა.
2024 წლის იანვარში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ზანგეზურის დერეფნის გახსნა სომხეთის ტერიტორიის გავლით ნახიჩევანისკენ დაასახელა, როგორც წინაპირობა სომხეთთან საზღვრის გახსნისთვის. ერევანმა უპასუხა, რომ მას არასდროს ჰქონია აღებული ვალდებულება, გაეხსნა ზანგეზურის დერეფანი აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიისა და ნახიჩევანის დამაკავშირებლად — აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ალიევის განცხადებას უწოდა „მშვიდობის პროცესისთვის სერიოზული დარტყმა.“

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა