ტრამპი: თანახმა ვარ შევაჩერო ირანის დაბომბვა ორი კვირით – Netgazeti

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე შეტევას 2 კვირით აჩერებს. ამის შესახებ მის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.“პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფთან და ფელდმარშალ ასიმ მუნირთან საუბრების საფუძველზე, რომლებშიც მათ მთხოვეს, შემეჩერებინა ის დამანგრეველი ძალა, რომელიც ამაღამ ირანისკენ მიემართებოდა, და იმ პირობით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა დათანხმდება ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნას, მე თანახმა ვარ შევაჩერო ირანის დაბომბვა და მასზე თავდასხმა ორი კვირის ვადით.ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა! ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ კიდეც ყველა სამხედრო მიზანს, და ძალიან შორს ვართ წასულები ირანთან გრძელვადიანი მშვიდობისა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის შესახებ საბოლოო შეთანხმების მიღწევის გზაზე.ჩვენ მივიღეთ 10-პუნქტიანი წინადადება ირანისგან და მიგვაჩნია, რომ ეს არის მოლაპარაკებების საწარმოებლად საკმარისი საფუძველი. წარსული უთანხმოების თითქმის ყველა სხვადასხვა პუნქტი უკვე შეთანხმებულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, თუმცა ეს ორკვირიანი პერიოდი საშუალებას მოგვცემს, შეთანხმებამ საბოლოო სახე მიიღოს და სისრულეში მოვიდეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, როგორც პრეზიდენტისთვის, და ასევე, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლის რანგში, ჩემთვის პატივია ამ გრძელვადიანი პრობლემის გადაჭრასთან ასე ახლოს ყოფნა”, – აცხადებს ტრამპი, რომელიც მანამდე ირანს ცივილიზაციის განადგურებით დაემუქრა, თუ ისინი არ გახსნიდნენ ჰორმუზის სრუტეს, რომლის გავლითაც არაბული ქვეყნები ნავთობისა და გაზის ვაჭრობას ეწევიან დანარჩენ მსოფლიოსთან.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ

ლევან ბეჟაშვილი – ადეკვატურობიდან გამომდინარე, მოინახება ფორმები, სადაც ავატარი იქნება თუ სხვა ციფრული ტექნოლოგია, გამოყენებული იქნება, რათა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლოს – ამ თემიდან სკანდალი არ გამოვა