ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპი, ვენსი და ორბანი ერთი ჯგუფია – უკვე სერიოზული გაერთიანებაა. ეს ადამიანები თავიანთ ქვეყნებზე ზრუნავენ

ტრამპი, ვენსი და ორბანი ერთი ჯგუფია – უკვე სერიოზული გაერთიანებაა. ეს ადამიანები თავიანთ ქვეყნებზე ზრუნავენ
ტრამპი, ვენსი და ორბანი ერთი ჯგუფია – უკვე სერიოზული გაერთიანებაა. ეს ადამიანები თავიანთ ქვეყნებზე ზრუნავენ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის 3-საათიანი სიტყვა გაიხსენა, სადაც მან ვიქტორ ორბანზეც ისაუბრა.
„ტრამპმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა ორბანის ფიგურას. ანალიტიკოსებიც აცხადებენ, რომ ეს ერთი ჯგუფია, ერთი ბრიგადაა – ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯეიმს დევიდ ვენსი და ორბანი. უკვე სერიოზული გაერთიანებაა. ორბანზე იყო საუბარი, რომ რუსეთზეა ორიენტირებული. არავისზეა ორიენტირებული – რუსი ანალიტიკოსები ამბობენ. ის უნგრეთზეა ორინეტირებული. ანუ, შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებიც თავი-თავიანთ ქვეყანაზე ზრუნავენ. ტრამპის სიტყვაც ამერიკაზე ზრუნვა იყო, მის ეკონომიკაზე, კაპიტალზეც. ორბანიც ასეთია. ის თავის უნგრეთზე ზრუნავს“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
Next: მსოფლიოში არსებული ვითარების ფონზე ჩვენი ქვეყანა სწორ გზით მიდის, ოქტომბრის არჩევნებზე კი მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მოუწევს ომსა და მშვიდობას შორის

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.