ტრამპი გაგიჟდა, მისი სასტიკი თავდასხმა პრეზიდენტ ზელენსკიზე და უკრაინაზე არის სრულად პუტინის მსგავსი – კარლ ბილდტი

ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი გაგიჟდა, მისი სასტიკი თავდასხმა პრეზიდენტ ზელენსკიზე და უკრაინაზე არის სრულად პუტინის მსგავსი, – ასე ეხმიანება შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დღევანდელ განცხადებას.
როგორც ბილდტი სოციალურ ქსელ X-ში წერს, ახლა ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ნორვეგიამ და თურქეთმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააძლიერონ.
“ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი გაგიჟდა, მისი სასტიკი თავდასხმა პრეზიდენტ ზელენსკიზე და უკრაინაზე არის სრულად პუტინის მსგავსი, სად მიდის ამერიკის პოლიტიკა ამის შემდეგ, ვინმეს შეუძლია გამოიცნოს? ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ახლა ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ნორვეგიამ და თურქეთმა უნდა გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა – სავარაუდოდ დაიწყებენ მსჯელობას, თუ როგორ უნდა მოერიდონ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ასპექტებს”, – წერს კარლ ბილდტი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს