ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპი აცხადებს, რომ ღაზაში „რეალურად შიმშილობენ“ და აშშ იქ საკვების ცენტრებს გახსნის

ტრამპი აცხადებს, რომ ღაზაში „რეალურად შიმშილობენ“ და აშშ იქ საკვების ცენტრებს გახსნის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ ღაზაში „საკვების ცენტრებს“ შექმნის, რათა ისრაელის ბლოკადის ფონზე დაწყებული შიმშილობისა და არასრულფასოვანი კვების კრიზისი მოაგვაროს.
ტრამპი ასევე შეეწინააღმდეგა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ შაბათ-კვირას გაკეთებულ განცხადება, რომ „ღაზაში შიმშილი არ არის“.
„ეს რეალური შიმშილის საკითხია“, - თქვა ტრამპმა. „მე ამას ვხედავ და ამის გაყალბება შეუძლებელია. ასე რომ, ჩვენ კიდევ უფრო მეტად ჩავერთვებით“.
ტრამპმა, რომელიც ძირითადად ჰამასს ადანაშაულებს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების განაწილების შეფერხებაში, ისრაელსაც დააკისრა „დიდი პასუხისმგებლობა“ რეგიონში დახმარების შეზღუდვასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მოუწოდა ჰამასს, გაათავისუფლოს დარჩენილი მძევლები მოლაპარაკებების გასაადვილებლად.
"ჩვენ ვაპირებთ საკვების ცენტრების შექმნას და ამას ძალიან კარგ ადამიანებთან ერთად გავაკეთებთ, მივაწვდით დაფინანსებასაც. ახლახან ტრილიონობით დოლარი მივიღეთ, რის ნაწილსაც ფულს საკვებზე დავხარჯავთ და ამაში სხვა ერებიც შემოგვიერთდებიან. ასე რომ, ჩვენ საკვების ცენტრებს შევქმნით, სადაც ხალხს მისვლა შეეძლება. ეს იქნება წინაღობების გარეშე, ჩვენ არ გვექნება ღობეები", - განაცხადა ტრამპმა.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.