ტრამპი: არ მომწონს, რასაც პუტინი აკეთებს. უამრავ ადამიანს ხოცავს და არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა… ვნახავთ, რას მოვიმოქმედებთ

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეპორტიორებთან რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და აღნიშნა, რომ “აბსოლუტურად” განიხილავს რუსეთზე დამატებითი სანქციების დაწესებას.

“არ მომწონს, რასაც პუტინი აკეთებს. უამრავ ადამიანს ხოცავს და არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა. ძალიან დიდი ხანია, რაც ვიცნობ. ყოველთვის ვეწყობოდით, მაგრამ რაკეტებს უშვებს ქალაქებზე და ხალხს ხოცავს და საერთოდ არ მომწონს ეს,” თქვა ტრამპმა.

“მოლაპარაკებების შუაში ვართ და კიევსა და სხვა ქალაქებში რაკეტებს უშვებს. საერთოდ არ მომწონს ეს,” დაამატა მან.

რეპორტიორის კითხვაზე, თუ რის გაკეთებას აპირებს იგი პუტინის ქმედებებთან დაკავშირებით, ტრამპმა უპასუხა, რომ “გაკვირვებული ვარ, ძალიან გაკვირვებული. ვნახავთ, რას მოვიმოქმედებთ.”

ამას გარდა, რეპორტიორმა ტრამპს ჰკითხა, განიხილავს თუ არა იგი რუსეთზე დამატებითი სანქციების დაწესებას, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ “აბსოლუტურად”.

“ის [პუტინი] უამრავ ხალხს ხოცავს. არ ვიცი, რა სჭირს. რა ჯანდაბა დაემართა? უამრავ ადამიანს ხოცავს. არ მომწონს ეს,” დაამატა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც