ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპის ტარიფები უპირველესად აშშ-ს აზიანებს - კრისტინ ლაგარდი

ტრამპის ტარიფები უპირველესად აშშ-ს აზიანებს - კრისტინ ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებულ სავაჭრო ომს შორსმიმავალი ეკონომიკური შედეგები მოჰყვება მისი ინიციატორებისთვის.
კრისტინ ლაგარდის თქმით, ტრამპის არათანმიმდევრული სატარიფო პოლიტიკა შემაშფოთებელია.
"თუ ჩვენ გადავალთ რეალურ სავაჭრო ომში, სადაც ვაჭრობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ეს სერიოზულ გავლენას მოახდენს ეკონომიკურ ზრდასა და ფასებზე მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებში," - აღნიშნა მან.
ლაგარდმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სატარიფო პოლიტიკამ შექმნა "გაურკვევლობის დონე, რომელიც ჩვენ დიდი ხანია არ გვინახავს."
12 მარტს ძალაში შევიდა ტრამპის 25%-იანი ტარიფები აშშ-ში ფოლადისა და ალუმინის ექსპორტზე. ამის საპასუხოდ, ევროკომისიამ განაცხადა, რომ მომავალი თვიდან 26 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკულ საქონელზე კონტრ ტარიფებს დააწესებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.