არქივი4 აპრილი, 2025, 11:51
ტრამპის ტარიფების გამო, მილიარდერებმა ჯამში 1 დღეში 208 მილიარდი დოლარი დაკარგეს - Bloomberg

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ტარიფების გამო მილიარდერებმა საერთო ჯამში 1 დღეში 208 მილიარდი დოლარი დაკარგეს, იუწყება Bloomberg.
გამოცემის ცნობით, ყველა დანაკარგი ხუთშაბათს, 3 აპრილს მოხდა. საუბარია მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ერთობლივ სიმდიდრეზე.
ვარდნა არის მეოთხე უდიდესი ერთდღიანი კლება Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის 13-წლიან ისტორიაში და ყველაზე დიდი COVID-19 პანდემიის შემდეგ.
აშშ-ში მილიარდერები ყველაზე მეტად დაზარალდნენ, განსაკუთრებით მარკ ცუკერბერგი და ჯეფ ბეზოსი.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.