ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპის მიერ იმპორტზე დაწესებული ტარიფების გამო, Mercedes-Benz-ის მოგება 31%-ით შემცირდა

ტრამპის მიერ იმპორტზე დაწესებული ტარიფების გამო, Mercedes-Benz-ის მოგება 31%-ით შემცირდა

გერმანული ავტომწარმოებლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, Mercedes-Benz Group-ის წმინდა მოგებამ მესამე კვარტალში 1.19 მილიარდი ევრო შეადგინა. ეს გასული წლის მაჩვენებელზე 31%-ით ნაკლებია. თავად ავტომწარმოებელი აღნიშნავს, რომ მოგების შემცირება, პირველ რიგში, გაყიდვების შემცირებით და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ათობით ქვეყანაზე დაწესებული იმპორტზე ტარიფების უარყოფითი გავლენით არის განპირობებული.
გარდა ამისა, კომპანიას ასობით მილიონი ევროს დახარჯვა მოუწია გერმანიაში თანამშრომლებისთვის გათავისუფლების ანაზღაურებასა და საზღვარგარეთ წარმოების ოპტიმიზაციაზე. საერთო ჯამში, Mercedes-Benz-მა მესამე კვარტალში ამ ხარჯებზე 876 მილიონი ევრო დახარჯა.
ვრცლად www.kommersant.ru

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.