ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპის ინაუგურაციის მოსაწვევის ყიდვის შანსი თუ არსებობს, ფულის მეტი რა აქვთ, პირველი “ოცნება” იყიდდა – ჯაფარიძე

ტრამპის ინაუგურაციის მოსაწვევის ყიდვის შანსი თუ არსებობს, ფულის მეტი რა აქვთ, პირველი “ოცნება” იყიდდა – ჯაფარიძე

კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ტრამპის ინაუგურაციის მოსაწვევის ყიდვის შანსი თუ არსებობს, რაზეც ივანიშვილის გუნდი აპელირებდა, პირველი სწორედ “ოცნება” იყიდდა.
დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი დახარჯეს, მაგრამ ვერ მოახერხეს და ვერ მიიღეს მოწვევა და სადაც ამბობენ, რომ იყიდება, თუ ყიდვის შანსი არსებობს, ფულის მეტი რა აქვთ, პირველები ეგენი იყიდდნენ და თან წინა რიგებში იყიდდნენ ადგილებს. ამას ერთადერთი ახსნა აქვს, რომ ისინი აღიარებენ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობას, სხვა ახსნა არ არსებობს”, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.