არქივი20 იანვარი 2025, 13:09
ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე, Bitcoin-ის ფასმა რეკორდულ, $109 000-ს მიაღწია

ბიტკოინის ფასი 109 000 დოლარამდე გაიზარდა აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე.
კრიპტო ანალიტიკოსების მოსაზრებით, ბოლო პერიოდში ბიტკოინის ფასის მკვეთრი ზრდა აშშ-ის პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა პროცესებმა განაპირობა. ბიტკოინის ფასის ზრდის მთავარი მიზეზი ტრამპის პრო-ბიტკოინ პოლიტიკოსად პოზიციონირება და მის მიერ, ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვის შექმნის აუცილებლობაზე საუბარი გახდა.
გარდა ამისა, კრიპტოანალიტიკოსები ბიტკოინის ფასის ზრდის მიზეზად ოქროს ფასის მატებასა და აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ განაკვეთის შემცირებასაც ასახელებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.