ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპის თქმით, უკრაინა $500 მილიარდის წიაღისეულზე წვდომის მიცემას ფაქტობრივად დათანხმდა - Fox News

ტრამპის თქმით, უკრაინა $500 მილიარდის წიაღისეულზე წვდომის მიცემას ფაქტობრივად დათანხმდა - Fox News

ტრამპის თქმით, უკრაინა $500 მილიარდის წიაღისეულზე წვდომის მიცემას ფაქტობრივად დათანხმდა - Fox News
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინა აშშ-სთვის სამხედრო დახმარების სანაცვლოდ 500 მილიარდი დოლარის ღირებულების იშვიათი მინერალების გადაცემას „ფაქტობრივად დათანხმდა“.
„მათ იშვიათი მინერალების, ნავთობისა და გაზის, ასევე სხვა რესურსების თვალსაზრისით უაღრესად ძვირფასი მიწა აქვთ. მინდა, რომ ჩვენი ფული დაცული იყოს, რადგან უკრაინაში ასეულობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ.
მე ვუთხარი მათ, რომ დაახლოებით 500 მილიარდი დოლარის ღირებულების იშვიათი წიაღისეული მინდა, და ისინი ამას ფაქტობრივად დათანხმდნენ“, - თქვა ტრამპმა Fox News-ის Special Report-ის წამყვან ბრეტ ბაიერთან ინტერვიუში.
აშშ-ს პრეზიდენტის ინფორმაციით, აშშ-ს უკრაინისთვის 300 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება აქვს გაწეული რაც სხვა ნებისმიერი ქვეყნის უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას აღემატება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.