არქივი9 თებერვალი, 2025, 11:25
ტრამპის თქმით, პუტინს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.
მისი განცხადებით, მიზანი უკრაინაში ომის დასრულებაა.
ტრამპი ამტკიცებს, რომ პუტინს უნდა, ომში ხალხი აღარ იღუპებოდეს და ეს მას ადარდებს.
“[წინამორბედისგან განსხვავებით] მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პუტინთან”, – ამბობს ტრამპი.
მისივე თქმით, ომის დასასრულებლად კონკრეტული გეგმა აქვს.
“იმედი მაქვს, რომ ეს [გეგმა] სწრაფია. ყოველდღე ხალხი კვდება. ეს ომი უკრაინაში ძალიან ცუდია. მე მინდა, დავასრულო ეს საშინელი რაღაც”, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.