ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპის თქმით, პუტინს მოუწოდა, არ უპასუხოს კიევის თავდასხმას რუსეთის აეროდრომებზე

ტრამპის თქმით, პუტინს მოუწოდა, არ უპასუხოს კიევის თავდასხმას რუსეთის აეროდრომებზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართული სატელეფონო საუბარიც ახსენა.
მან თქვა, რომ სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, არ მიეღო საპასუხო ზომები უკრაინის მიერ რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე დარტყმებისთვის.
"მე ვუთხარი, არ გააკეთო ეს, არ უნდა გააკეთო ეს, უნდა შეწყვიტო", - უთხრა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს და დაამატა ვლადიმერ პუტინის პასუხიც, რომელმაც, დონალდ ტრამპს უთხრა, რომ "არ აქვს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ უპასუხოს".
დონალდ ტრამპის თქმით, ომის შეჩერება რთული აღმოჩნდა, რადგან რუსეთსა და უკრაინას შორის "ბევრი უთანხმოებაა", ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის კი - ზიზღი.
თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა მოუწოდა დონალდ ტრამპს, გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს.
"თქვენ იცით, რომ ჩვენ მხარდაჭერა გავუწიეთ უკრაინას და ჩვენ ვისწრაფვით, რომ გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე", - თქვა ფრიდრიხ მერცმა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.