ტრამპის განცხადებების მერე ველოდებით მხოლოდ ორი სქესის აღიარებას, განსაკუთრებით, „თბილისი-პრაიდის” ხელმძღვანელებისაგან

„აქამდე ერთი-ორი ტრამპი არ უნდა გვყოლოდა? უნდა გვყოლოდა! ერთი-ორი ტრამპი აქამდე უსათუოდ უნდა გვყოლოდა! მე ყოველთვის ვამბობდი – ერთი-ორი ტრამპი გვჭირდება-მეთქი! ხომ ვამბობდი?!” – აი, დაახლოებით ამას ველოდებით მედია-ინდაურებისაგან“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს, რითაც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაცხადებულ კონსერვატიულ პოზიციას ეხმაურება.
მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც აქამდე რადიკალურ ლიბერალურ იდეოლოგიას ატარებდნენ, მოსალოდნელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გამო შეხედულებებს მკვეთრად შეიცვლიან.
„ველოდებით მხოლოდ ორი სქესის აღიარებას, განსაკუთრებით, „თბილისი-პრაიდის” ხელმძღვანელებისაგან. ველოდებით ლესბოსელების ძალით გათხოვებისა და გეებისთვის ძალით ცოლების მოყვანის საინტერესო პროცესებს. ველოდებით კაპიტან გიგაურის და „პროსტა” ლომჯარიას მადლობის წერილს სახელმწიფო დეპარტამენტის სახელზე დაფინანსების შეწყვეტის გამო:
„აქამდე სად იყავით?! რატომ ჩამოგვაყალიბეთ მონსტრებად თქვენი სინედრიონის სისხლიანი ვერცხლებით?!”. ველოდებით ნაცების საპროტესტო აქციებს „ფონდ ღია საზოგადოების” ოფისთან, პლაკატებით – „ძირს სოროსი!”. კიდევ ბევრ რამეს მოვესწრებით. როდესაც შენში ნამუსი ერთხელ გაქვს მოკლული, ის ნიახური არაა – კიდევ ერთხელ აღმოცენდეს. როდესაც პრინციპებს ერთხელ მაინც უღალატებ – კუზანოვის კლინიკაში მათ ვერ აღიდგენ. როდესაც სულს მიჰყიდი ლუციფერს – ლომბარდი არაა, უკან გამოიტანო…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც