არქივი20 მაისი, 2025, 21:11
ტრამპის გამო ჩინეთიდან აშშ-ში სმარტფონების ექსპორტი 2011 წლის დონემდე შემცირდა - Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით, საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით, ჩინეთში წარმოებული iPhone-ების და Apple-ის სხვა მობილური მოწყობილობების აშშ-ში მიწოდება აპრილში 2011 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, ხოლო სმარტფონების ექსპორტი 72%-ით შემცირდა და 700 მილიონ დოლარზე ოდნავ ნაკლები შეადგინა.
კლება აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების საფრთხეს მიეწერება, რაც ტექნოლოგიების მიწოდების ჯაჭვებს შეაფერხებს და ელექტრონიკას სხვა რეგიონებში გადაიტანს.
ინვესტორები შიშობენ, რომ გლობალურმა სავაჭრო ომმა შესაძლოა აშშ-სა და ჩინეთს შორის ორმხრივი ვაჭრობა შეაფერხოს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.