ტრამპის ადმინისტრაციაში ნიკი ჰეილი და მაიკ პომპეო აღარ იქნებიან

ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში აღარ იქნებიან ნიკი ჰეილი, რომელიც ტრამპის წინა პრეზიდენტობის დროს იყო აშშ-ს ელჩი გაეროში და მაიკ პომპეო, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპმა მათ მადლობა გადაუხადა ჰეილისა და პომპეოს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ აფასებს მათთან ერთად მუშაობის პერიოდს. თუმცა, განაცხადა, რომ ახალ ადმინისტრაციაში, რომლის ფორმირება ამ ეტაპზე მიმდინარეობს, მათ არ მიიწვევს.
5 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ის მეორედ გახდა აშშ-ს პრეზიდენტი.
ამავე თემაზე:

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს – საპასუხო კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება