ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის დასაქმებულები შვებულებაში გაუშვა - Reuters

ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის დასაქმებულები შვებულებაში გაუშვა - Reuters

ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, უცხოეთში USAID-ის ყოველი პირდაპირი წესით დასაქმებული პირი ანაზღაურებად შვებულებაში გავა. ამასთან, სააგენტოს ამერიკელი თანამშრომლები, რომლებიც უცხოეთში მუშაობენ, დიდი ალბათობით, აშშ-ში დაბრუნდებიან.
„პარასკევს, 2025 წლის 7 თებერვალს, გლობალურად, USAID-ის პირდაპირი წესით დაქირავებული პერსონალი გავლენ ადმინისტრაციულ შვებულებაში“, - წერია სააგენტოს ოფიციალურ ვებსაიტზე, რომელიც მიმდინარე კვირის დასაწყისიდან აღარ ფუნქციონირებს.
იმ თანამშრომლებს, რომლებსაც მისიებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვთ, მთავარი ხელმძღვანელები არიან და სპეციალურ პროგრამებზე მუშაობენ, აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხებათ.
USAID-ის მიერ დასაქმებულთა რიცხვი 10,000-ს აჭარბებს, რომლის ორი მესამედიც უცხოეთში მომუშავე პერსონალია. სააგენტო მუშაობს 60-ზე მეტ ქვეყანაში და რეგიონულ მისიებში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.