ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპის ადმინისტრაციამ გამართა წინასწარი კონსულტაციები იმის შესახებ, თუ როგორ განახორციელოს თავდასხმა ირანზე

ტრამპის ადმინისტრაციამ გამართა წინასწარი კონსულტაციები იმის შესახებ, თუ როგორ განახორციელოს თავდასხმა ირანზე

ტრამპის ადმინისტრაციამ გამართა წინასწარი კონსულტაციები იმის შესახებ, თუ როგორ განახორციელოს თავდასხმა ირანზე, რათა სისრულეში მოიყვანოს ტრამპის მუქარა, - ამის შესახებ თეთრ სახლის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით WALL STREET JOURNAL-ი იუწყება.
გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი ვარიანტად განიხილება ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმა ირანის მრავალ სამხედრო სამიზნეზე.
ირანი თავისუფლებას ეძებს, აშშ მზად არის დახმარებისთვის, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.
“ირანი თავისუფლებას ეძებს, შესაძლოა, როგორც არასდროს აქამდე. აშშ მზად არის დახმარებისთვის!” - წერია ტრამპის პოსტში.
ცნობისთვის, ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები 28 დეკემბერს დაიწყო. Sky News - ის ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 65-ს აღწევს.
თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. მალე საპროტესტო ტალღა სტუდენტებიც შეეღტებამ გაზარდა. ამერიკაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველ აქტივისტთა საინფორმაციო სააგენტოს (HRANA)-ს ცნობით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 65 ადამიანი დაიღუპა, დააკავეს 2311 ადამიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.