არქივი13 დეკემბერი 2025, 20:27
ტრამპისგან რა პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლა ლუკაშენკომ 123 პატიმარი?

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ 123 პატიმარი გაათავისუფლა – გადაწყვეტილება აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში იქნა მიღებული.
გათავისუფლებულ პირებს შორისაა ბელარუსელი ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა, რომელიც 2020 წლიდან პატიმრობაში იმყოფებოდა.
გათავისუფლებულია ნობელის პრემიის ლაურეატი, ალეს ბილიაცკიც.
პატიმრების შეწყალების პირობით, აშშ-მ ბელარუსისთვის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციები მოხსნა.
„ბელტას“ ცნობით, გათავისუფლებულ პატიმრებს შორის დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ლიეტუვის, უკრაინის, ლატვიის, ავსტრალიისა და იაპონიის მოქალაქეები არიან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.