ტრამპისა და პუტინის სატელეფონო მოლაპარაკებები ჯერაც გრძელდება

-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრესმდივანი დენ სკავინო იტყობინება, რომ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო მოლაპარაკებები არ დასრულებულა.
„ახალი ინფორმაცია. სატელეფონო საუბარი ჯერაც გრძელდება“, დაწერა მან სოცქსელში.
ორ პრეზიდენტს შორის სატელეფონო მოლაპარაკებები გრინვიჩის დროით 14:00-ზე დაიწყო (თბილისის დროით 18:00), ტრამპი და პუტინი საათ-ნახევარზე მეტ ხანს საუბრობენ.
რუსეთის პრეზიდენტი ტრამპთან საუბრამდე სიტყვით გამოვიდა რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის ყრილობაზე. პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, პუტინი ყრილობაზე მივიდა ტრამპთან საუბრის მოსალოდნელ დასაწყისამდე ნახევარი საათით ადრე.
ამის შედეგად -ის პრეზიდენტთან მისი საუბარი დაგეგმილზე დაახლოებით ერთი საათით უფრო გვიან დაიწყო.
მოლაპარაკებების მთავარი მიზანია, რუსეთსა და უკრაინას შორის მიღწეულ იქნეს 30-დღიანი საზავო შეთანხმება, რომლის წინადადებითაც ვაშინგტონი გამოვიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს