არქივი28 თებერვალი, 2025, 21:36
ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაიწყო

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილზე მომუშავე ამერიკული მედია ავრცელებს.
ლიდერები ოვალური კაბინეტისკენ გაემართნენ, სადაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ზელენსკი და ტრამპი, სავარაუდოდ, განიხილავენ აშშ-ის ძალისხმევას ომის დასასრულებლად და შესაძლოა, ხელი მოაწერონ „წიაღისეულის შესახებ“ შეთანხმებას.
თეთრ სახლში მისვლამდე, უკრაინის ლიდერი სენატორებს შეხვდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.