ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო

ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.
„ნიკოლ ფაშინიანმა თავის კოლეგას 8 აგვისტოს, აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო, კერძოდ, „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ შეთანხმება“, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მექანიზმების დაშლის შესახებ ეუთო-სთვის ერთობლივი მიმართვა, ასევე რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პრინციპების ფარგლებში და ორმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ასევე პროექტი „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების საჯაროდ მისალმებისთვის.
სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების დღის წესრიგზე.
„ისინი იზიარებდნენ მოსაზრებას, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა ახალ შესაძლებლობებს უხსნის მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან