ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრადიციები, მტრები, უსამშობლოები – კალაძე

„პრეზიდენტი ქვეყნის განვითარებას პირდაპირ ეწინააღმდეგება. როგორ შეიძლება პრეზიდენტად მოვიხსენიოთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, დღესაც იგივე განწყობაა. ესენი არიან რადიკალები, ქვეყნის მტრები, მათ სამშობლო არ გააჩნიათ. უბრალოდ ეუბნებიან რა უნდა გაკეთდეს, რა ილაპარაკონ. ქვეყნის არც ერთ მტერს არ მიეცემა იმის საშუალება, რომ საქართველო დახიოს უკან. ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, ვიფიქროთ, იმაზე, რომ ჩვენი ტრადიციებით, ღირებულებებით
გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძე არ აკონკრეტებს, რას თვლის ქართულ ტრადიციად, იქნებ, სულაც იმას, როგორც მიმართავს ბექა ოდიშარია ქალებს, ან იმას, როგორ მოიხსენიებენ მისი გუნდის პრემიერები მომავალ თაობას?

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.