ტრადიციებისა და მშვიდობიანი განვითარების წინააღმდეგ მიმართულმა აქტიურმა და კოორდინირებულმა შემოტევამ ყველას დაგვანახა, რომ დღეს, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, ყველაზე მნიშვნელოვან ქარტეხილს გავდივართ – ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები

ტრადიციებისა და მშვიდობიანი განვითარების წინააღმდეგ მიმართულმა აქტიურმა და კოორდინირებულმა შემოტევამ ყველას დაგვანახა, რომ დღეს, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, ყველაზე მნიშვნელოვან ქარტეხილს გავდივართ – ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები
“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე, მართლმადიდებლებს შობის დღესასწაულს ულოცავენ.
წერილში ხაზგასმულია, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და კოორდინირებული შეტევა, ეს არის ქვეყნის უახლესი ისტორიის ქარტეხილი, რასაც საქართველო გადის.
“ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო! გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის უდიდესი სიხარულისა და ბედნიერების დღეს. დღეს, როდესაც თითოეული ჩვენგანის გულში სასწაული ხდება და ჩვენი მაცხოვარი – იესო ქრისტე იბადება!
ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებული მოლოდინით ვხვდებით, ყველა ოჯახში საზეიმო, სადღესასწაულო განწყობა სუფევს, რადგან ყველაფერთან ერთად, შობის ბრწყინვალე დღესასწაული სიახლესთან, ახალი სიცოცხლის დაბადებასთან არის დაკავშირებული.
ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, არერთხელ გავმხდარვართ მოწმე იმისა, რომ ყველაზე რთულ, გამოუვალ ვითარებაშიც კი, ჩვენი შეუპოვრობით, ერთიანობით, ტრადიციების, რწმენისა და სამშობლოს ერთგულებით, საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღე გასთენებია!
ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის, რწმენის, ტრადიციებისა და მშვიდობიანი განვითარების წინააღმდეგ მიმართულმა აქტიურმა და კოორდინირებულმა შემოტევამ ყველას დაგვანახა, რომ დღეს, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, ყველაზე მნიშვნელოვან ქარტეხილს გავდივართ – ბრძოლის ხაზი ხომ ჩვენს იდენტობაზე, თავისუფლებასა და მშვიდობაზე გადის!
შობა ახლის დაბადებას ნიშნავს და ჩვენც გვჯერა, რომ ჩვენ თვალწინ ახალი, დამოუკიდებელი, სუვერენული, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული, ღირსეული საქართველო იბადება, საქართველო, რომელიც არავის დაუხრის თავს, რადგან თავისუფალი, ამაყი ხალხის სამშობლოა!
მტკიცედ გვწამს, რომ სამშობლოსა და ერთმანეთის სიყვარულით, ახალი საქართველო გაიმარჯვებს!
უფალი იყოს ჩვენი მფარველი!გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!”- ნათქვამია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების ერთობლივ წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით