არქივი28 იანვარი, 2025, 13:07
„ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩვენი სკოლის მოსწავლე…“ – თბილისის საჯარო სკოლა მე-10 კლასელს ემშვიდობება

ქალაქ თბილისის 132-ე საჯარო სკოლის დირექტორი, თამარ მაჭარაშვილი მოსწავლის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. სკოლის კოლექტივის სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს! უდიდესია ჩვენი გულისტკივილი და მწუხარება! ღმერთმა ნათელში დაუმკვიდროს ადგილი, ჩვენს ლამაზ ბიჭს!“ – ნათქვამია სამძიმრის პოსტში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.